სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი ფიშერს დაეწია

შაბათს საღამოს ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ლევანდოვსკი გატანილი ბურთის გარეშე დარჩებოდა და მისი შედეგიანი სერია შეწყდებოდა. ჯერ თავდასხმელმა ბურთი ძელს და მერე ხარიხას გაარტყა. რობერტმა ბურთი მხოლოდ 67-ე წუთზე გაიტანა. ბუნდესლიგაში ლევანდოვსკის უკვე 268 გოლი დაუგროვდა.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ ბუნდესლიგაში 268 ბურთი შევაგდე. ლეგენდარულ კლაუს ფიშერს ზუსტად იგივე მაჩვენებელი აქვს", დაწერა პოლონელმა საკუთარ Twitter-ზე. შესაბამისად, ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ამ მომენტში თავდასხმელმა საკუთარი თანაგუნდელები გაიხსენა. "ჩემი გოლებით ბაიერნს ტიტულების მოპოვებაში დახმარების გაწევა მსურს". რობერტს მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერი უსწრებს, რომელსაც 365 გოლი აქვს. შესაძლებელია, რომ ეს მაჩვენებელი მიუღწევებელია, მაგრამ პოლონელის კონდიციებიდან გამომდინარე მას ამ შედეგის მიღწევა შეუძლია.

"ამ რეკორდის დასამხობად ლევანდოვსკის კიდე რამდენიმე სეზონის ჩატარება მოუწევს. ახლა მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. ძალიან ბევრ ბურთს იტანს. ეს ძალიან გვეხმარება", აღნიშნა ლეონ გორეცკამ. ბრემენთამ შეხვედრაში რობერტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გოლის მშვენიერი ალღო გააჩნია. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ პოლონელი საჭირო მომენტში და საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, რის შემდეგაც ბურთი კარებში გადააგზავნა.

მატჩის მიწურულს ლევანდოვსკიმ ბურთი კარების კარკასს მესამედ გაარტყა! მიუხედავად, გუნდის უპირატესობისა რობერტი ერთ წამზეც არ გაჩერებულა და შეტევის მწვერვალზე აქტიურობას განაგრძობდა. "Lewy-მ იცის, რომ გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. ყოველ შეხვედრაში გოლებისთვის და გუნდისთვის იბრძვის", შეაქო თომას მიულერმა თანაგუნდელი. ბრემენთან შეხვედრაში პოლონელმა კარების მიმართულებით 8 დარტყმა განახორციელა.

მიმდინარე ჩემპიონატში 17 მონაწილე გუნდიდან 16-ს ლევანდოვსკიმ ბურთი გაუტანა. წარსულში ამ მაჩვენებლის მიღწევა თვითონ რობერტმა (2019/20), აილტონმა (2003/04) და გერდ მიულერმა (1966/67, 169/70) შეძლეს. 27-ე ტურში ბაიერნი გასვლაზე ლაიპციგს დაუპირისპირდება. ლევანდოვსკის რეკორდის დამყარების შანსი მიეცემა.


14-03-2021