სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჩემპიონმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა

მატჩი ტოპრაკის უხეშობით დაიწყო. ორთაბრძოლის დროს თურქმა ლევანდოვსკის სახეში ხელი ჩაარტყა. მეექვსე წუთზე ბრემენელის დარტყმის შემდეგ ნოიერმა ბურთი დაიჭირა. გნაბრის დარტყმა საჯარიმოს ხაზიდან კარებს ცოტათი ასცდა. პირველი წუთები "მუსიკოსების" უხეშობით გამოირჩებოდა. მე-15 წუთისთვის ბაიერნის ფეხბურთელებმა ბურთზე კონტროლი გაამწესეს. რეკორდმაისტერი მომენტების შექმნას შეუდგა. ფლანგიდან დეივისის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ბრემენელები გაშვებულ გოლს ბეწვზე გადაურჩნენ. საშუალო დისტანციიდან კიმიხის დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს მცირედ ასცდა. მშვენიერი დრიბლინგის შემდეგ კომანი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. ჩაწოდების შემდეგ მიულერმა საჯარიმოში გორეცკა მონახა, რომელმაც ბურთი თავით კარებში გადააგზავნა, 0:1! თითქმის ეგრევე ანგარიშის გაზრდა მიულერს შეეძლო, მაგრამ თომასმა ოდნავ ააცილა. გნაბრის თაური, ბურთი კარებს ზემოდან ასცდა. კომანის ჩაწოდების შემდეგ მიულერი ბურთს ვერ შეწვდა. 36' მიუნხენელების მშვენიერი კომბინაციის შემდეგ გნაბრიმ "მუსიკოსების" კარები მეორედ დალაშქრა, 0:2! მიულერმა მეორე ასისტი მიითვალა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ბრემენელების აქტიურობით დაიწყო. ნახევარმომენტი რაშიცას ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა ერნანდეზმა დაფარა. სარჯენტი საჯარიმო მოედანში დაეცა, მაგრამ გრეფე პენალტი არ დანიშნა. კომანის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ბურთი ძელს გაარტყა. ლევანდოვსკის ორი დარტყმა ჯერ მეკარემ და შემდეგ ხარიხამ მოიგერიეს. რაშიცას დარტყმა ძალზედ არაზუსტი იყო. კომანს მეკარეს თავზე გადაგდება ვერ გამოუვიდა. 66 წუთზე ლევანდოვსკის მორიგი დარტყმა პავლენკამ მოიგერია. მაგრამ პოლონელმა თავისას მაინც მიაღწია. გორეცკას დარტყმის შემდეგ დამატებაზე რობერტმა ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:3! 78' ლევანდოვსკიმ ძელს მესამედ გაარტყა. 87-ე წუთზე "მუსიკოსებმა" ერთი ბურთი გაჰქვითეს... შეხვედრა ამ ანგარიშით დასრულდა. ოთხშაბათს გვიან საღამოს ბაიერნი ლაციოს უმასპინძლებს.


13-03-2021