სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ჰერმან გერლანდთან

რობერტ ლევანდოვსკის 24 შეხვედრაში 31 გოლი დაუგროვდა. ესეთ კონდიციებში მყოფ თავდასხმელს კლაუს ფიშერის დაწევა არ უნდა გაუჭირდეს ხომ?
"ეს წარმოუდგენელი მაჩვენებელია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ "Lewy" მსოფლიო დონის ფეხბურთელია. მსოფლიო საუკეთესო მოთამაშის წოდება ისე უბრალოდ არ აქვს მინიჭებული. თავის მხრივ კლაუს ფიშერი მშვენიერი ფეხბურთელი იყო, რომელიც წარმოუდგენელ სისწრაფეს ფლობდა და თავით მშვენივრად თამაშობდა. მსოფლიო დონის თავდასხმელი იყო. მის წინააღმდეგ თამაში მომიწია. ბოჰუმში კი მე მას ვწრთნიდი".

ისტორიულ ჭრილში ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ შეძლებდა 80-ან წლებში რობერტ ლევანდოვსკი ამდენი ბურთის გატანას?
"რთულია რამის თქმა. სათამაშო სტილის და ტაქტიკის გარდა საფეხბურთო წესებიც შეიცვალა. ამის გამო შედარება რთულია".

ფიშერმა თავისი უკანასკნელი მატჩი 38 წლის ასაკში ჩაატარა. როგორ ფიქრობთ ლევანდოვსკი რა ასაკამდე ითამაშებს?
"Lewy" მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. ტრამვებს ძალიან იშვიათად იღებს. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ რამდენიმე წელს ითამაშებს".

როგორ ფიქრობთ, შეძლებს ლევანდოვსკი გერდ მიულერის რეკორდის მიღწევას (365 გოლი)?
"ამისთვის "Lewy"-ის კიდევ 100 ბურთი ექნება გასატანი, რისი გაკეთებაც მარტივი არ იქნება".

და რას ფიქრობთ რეკორდზე, ერთ სეზონში 40 გოლის შესახებ?
"იქედან გამომდინარე, რომ მას უკვე საკმაოდ ბურთი აქვს გატანილი ეს სავსებით რეალურია. მაგრამ წინ რთული შეხვედრები გველოდება. 10 შეხვედრაში 9 ბურთის გატანა რთული იქნება".

არის ახლა ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო თავდასხმელი?
"რა თქმა უნდა! ყველაზე მეტ ბურთს იტანს და ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს".


13-03-2021