სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ნაკრების თემა ახლა მნიშვნელოვანია. ჩემს შეფასებას გაგიზიარებთ. ნაკრებში ძალიან წარმატებული პერიოდი მქონდა. ეს რა თქმა უნდა იოგი ლიოვთან თანამშრომლობას ეხება. ძალიან კარგი პიროვნებაა. ერთმანეთს ყველაფერში ვენდობოდით. ახლა ბაიერნში იგივე სიტუაციაში ვიმყოფები. გუნდთან დიდი სიამოვნებით ვმუშაობ. მშვენიერი სამწვრთნელო შტაბი მყავს. ახლა მუშაობისგან იგივე სიამოვნებას ვღებულობ, როგორც ადრე ნაკრების რიგებში იყო. ბაიერნთან კონტრაქტი 2023 წლამდე მაკავშირებს. წარმატებული მუშაობის გაგრძელება და ტიტულების მოპოვება მსურს".

"ბაიერნის მწვრთნელის პოსტს 16 თვის განმავლობაში ვიკავებ. უკან კლუბის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სეზონი ჩამოვიტოვეთ. მაქსიმალური წარმატებების მიღწევა მიმდინარე სეზონშიც გვსურს. აქცენტი ამაზე გვაქვს გაკეთებული. ყველაფერი დანარჩენი ჭორებია და სპეკულაციები, რომლებზეც რეაქციას არ მოვახდენ".

"ბრემენს ძალიან კარგი დაცვის ხაზი აქვს. ძალიან კომპაქტურად განლაგდებიან. თავისუფალ ზონებს ჭქკვიანურად ავსებენ. ეს ნათლად პირველი წრის შეხვედრაში ვიხილეთ. აგრესიული თამაში უბურთოდ ყოფნის დროს მნიშვნელოვანი იქნება. ბურთის ფლობის დროს კი ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო". დორტმუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში ჩემი გუნდის თამაშის 70-წუთიანი მონაკვეთით კმაყოფილი დავრჩი. ბრემენთან მატჩში იგივე მენტალიტეტის, განწყობის და სიზუსტის ნახვა მსურს".

"საერთო ჯგუფს პავარი დაუბრუნდა. შაბათს საღამოს ალაბას თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ხუთშაბათს მას არ უვარჯიშია. დასკვნით ვარჯიშს დაველოდებით, რომლის შემდეგ მის ბედს გადავწყვიტავთ".


12-03-2021