სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პალ დარდაი: "დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ"

"ძალიან კმაყოფილი ვარ. დაცვის ოთხეული, ნახევარდაცვაში პრესინგი, წლების განმავლობაში კომპაქტური თამაში - ბიჭები ყველაფერს სწორად აკეთებენ. ეს მხოლოდ დისციპლინაა. ოსტატობა გამოიხატება იმაში, რომ ამ ყველაფერთან ერთად ბურთის ფლობის კარგად გამოყენების საშუალება არის საჭირო. გასულ შეხვედრაში ამის გაკეთება შევძელით. მატჩის მიწურულს ბაიერნმა ძლიერი წნეხის ქვეშ მოგვაქცია. მეტოქის შემადგენლობაში მსოფლიო დონის ფეხბურთელები გამოდიან. მაგრამ ვთვლი, რომ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ", თქვა ჰერტას თავკაცმა პალ დარდაიმ.

"ამ მატჩის დიდი მოლოდინი მქონდა. წარმოუდგენელი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებლად მოვიგეთ. პირველ ტაიმში რამდენიმე აქცენტის დასმა შევძელით. უკანასკნელი 20 წუთის განმავლობაში მეტოქისგან დიდი ზეწოლა ვიგრძენით. მაგრამ ბაიერნთან მატჩში ეს ჩვეულებრივი მოვლენაა", დაამატა მიუნხენელების ყოფილმა მეკარემ თომას კრაფტმა.


29-09-2018