სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ბრემენს 110-ედ შეხვდება, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამ მატჩებში რეკორდმაისტერმა 57 გამარჯვება მოიპოვა (26 ფრე და 26 მარცხი). უკანასკნელ 20 შეხვედრაში მიუნხენელების წინააღმდეგ "მუსიკოსებმა" მხოლოდ ქულა მოიპოვეს.

24 ტურის შემდეგ ბაიერნს 71 გატანილი ბურთი დაუგროვდა, რაც ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელია. ბრემენელების აქტივში მხოლოდ 29 გოლია.

რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზე უკვე 24 გოლია. შაბათს საღამოს ბურთის გატანის შემთხვევაში პოლონელი ბუნდესლიგის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ კლაუს ფიშერს გაუტოლდება (268 გოლი).

მიმდინარე ჩემპიონატში ლევანდოვსკის ბურთი მხოლოდ ლაიპციგისთვის და ბრემენისთვის არ აქვს გატანილი. გოლ+პასის სისტემით თავდასხმელს უკვე 37 ქულა აქვს დაგროვებული (31 გოლი + 6 ასისტი).

თომას მიულერისთვის ბრემენი საყვარელი მეტოქეა. 31 წლის შემტევის აქტივში მუსიკოსების წინააღმდეგ 10 გატანილი ბურთი და 14 შესრულებული გადაცემა აქვს.

მანუელ ნოიერს "მუსიკოსების" წინააღმდეგ 25 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან კაპიტანმა 20 მოიგო (3 ფრე და 2 მარცხი), რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

მიმდინარე ჩემპიონატში რეკორდმაისტერმა უკვე 22 ქულა დააგროვა იმ მატჩებში, რომლების განმავლობაში მარცხდებოდა. უკეთესი მაჩვენებელი ბაიერნს მხოლოდ 1973/74 და 2005/06 წწ. სეზონებში ჰქონდა (23 ქულა).


12-03-2021