სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი Nord-Süd-Derby-ისთვის ემზადება

სამშაბათს, 2-დღიანი შესვენების შემდეგ, ბაიერნი ბრემენთან მატჩისთვის მზადდებას შეუდგა. Nord-Süd-Derby შაბათს 13 მარტს ვეზერშტადიონზე გაიმართება. რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა რამდენიმე ინტენსიური ვარჯიში ჩაატარეს, რომლებშიც აქცენტი გადაცემების შესრულებაზე და პოზიციის არჩევაზე იყო გაკეთებული.

პოზიტიური ინფორმაცია შემადგენლობის შესახებ: პავარმა საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშა. სხვა ფეხბურთელებთან ერთად სავარჯიშო პროგრამა ნაწილობრივ ჯერომ ბოატენგმაც შეასრულა. ტანგი და დუგლას კოსტა ინდივიდუალური პროგრამით მუშაობენ.


10-03-2021