სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ასისტი და მნიშვნელოვანი ართმევა

Der Klassiker-ში ფეხბურთელებისგან არა მხოლოდ ფილიგრანული ტექნიკის დემონსტრირება, არამედ ბოლო წამებამდე ბრძოლის სურვილი და უნარების გამოჟღავნა სჭირდებათ. ლეროი ზანემ ზუსტად ამის გაკეთება შეძლო. 88-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ვინგერმა მეტოქის სახიფათო კონტრშეტევა ჩაშალა. ზანემ ბურთი ჩანს აართვა და შემდეგ რამდენიმე წამში ლეონ გორეცკამ მესამე ბურთი გაიტანა. მატჩის 26-ე წუთზე ლეროიმა ლევანდოვსკიზე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ფლანგზე ზანემ ფილიგრანული ფანდით შულცი მოატყუა და საჯარიმოში პოლონელი მონახა, რომელმცაც ანგარიში 1:2 გახადა. 90-ე წუთზე ზანემ ელეგანტური მოძრაობით მცველები დააბნია და ბურთი ლევანდოვსკიზე გაატარა, რომელმაც მეოთხე ბურთი შეაგდო. მიმდინარე სეზონის 31 შეხვედრაში ვინგერმა მონაწილეობა გუნდის 17 საგოლე შეტევაში მიიღო (8 გოლი და 9 ასისტი). უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლევანდოვსკის (37 გოლი და 8 ასისტი) და მიულერს (13 გოლი და 12 ასისტი) აქვთ.

"გასულ მატჩებში ზანემ ბევრი საგოლე გადაცემა მიითვალა. გუნდის პირველ გოლში მან დიდი წვლილი შეიტანა. 70 წუთის განმავლობაში მთელმა გუნდმა შთამბეჭდავი თამაში აჩვენა", შეაქო ფლიქმა ვინგერი.




08-03-2021