სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი გოლი ბოლო წუთებზე

შაბათს საღამოს დორტმუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში 88-ე წუთზე ლეონ გორეცკამ ბაიერნი წინ გაიყვანა - 3:2. შეგახსენებთ, რომ უკვე მეცხრე წუთისთვის რეკორდმაისტერმა ორი ბურთი გაუშვა. მაგრამ ბაიერნის ძრავის ბეჯითმა შრომამ გუნდს სარგებელი მოუტანა. კიმიხის შემდეგ გორეცკამ ბაიერნის შემადგენლობაში ყველაზე დიდი დისტანცია დაფარა და ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო (31). წინა ტურში, კიოლნის წინააღმდეგ შეხვედრაში, ლეონმა 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. Der Klassiker-ში გორეცკა ბოლომდე იბრძოდა. მატჩის განმავლობაში მას სამედიცინო პერსონალის დახმარება ორჯერ დასჭირდა. მისი მოქმედებების ხარჯზე გუნდა საკუთარი თამაში მოიპოვა და მატჩის სადავეები გააკონტროლა.

"დორტმუნდის წინააღმდეგ შეხვედრები, ჩემი წარსულის გამომდინარე, ყოველთვის განსაკუთრებულია. გადავსებული ტრიბუნების შემთხვევაში, ბურთის გატანა მატჩის მიწურულს წარმოუდგენელ ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული. გასულ შეხვედრაში ძალიან ენერგიული თამაში ვაჩვენეთ და ახლა ბედნიერები ვართ", განაცხადა ლეონ გორეცკამ.


08-03-2021