სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰეთ-ტრიკი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

შაბათს საღამოს, გამართულ Der Klassiker-ში, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. პოლონელმა ჰეთ-ტრიკი შეასრულა. მიმდინარე ჩემპიონატში თავდასხმელს უკვე 31 გოლი დაუგროვდა. ბუნდესლიგის ისტორიაში, 24 ტურის შემდეგ, ეს საუკეთესო მაჩვენებელია. 57 სეზონიდან 52-ში ეს შედეგი ბომბარდირთა დავის მოგების გარანტი იყო. გერდ მიულერის რეკორდი (40 გოლი) უკვე საფრთხის წინაშე იმყოფება. შაბათს საღამოს ლევანდოვსკი გუნდის ყველაზე აქტიური შემტევი ელემენტი იყო. პოლონელმა კარების მიმართულებით 9 დარტყმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ დორტმუნდელების აქტივში მხოლოდ 4 დარტყა იყო. "ყვითლების" წინააღმდეგ უკანასკნელ საშინაო 6 მატჩში რობერტი მინიმუმ 2 ბურთს იტანდა. ბუნდესლიგის ისტორიაში ესეთი მაჩვენებლისთვის ჯერ არავის მიუღწევია. საერთო ჯამში ლევანდოვსკიმ დორტმუნდის კარები 14 მატჩის განმავლობაში 20(!!!) დალაშქრა.

"3 ბურთის გატანა ყოველთვის მშვენიერი ფაქტია. გამიხარდა, რომ ლევანდოვსკიმ ამის შესრულება მოახერხა. გუნდის წარმატება "Lewy"-სთვის მნიშვნელოვანია. რეკორდების დამყარების შემთხვევაში ეს ორმაგად სასიამოვნოა. მაგრამ გუნდი მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იმყოფება", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


08-03-2021