სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გორეცკა: ძალიან ბედნიერები ვართ

"დორტმუნდის წინააღმდეგ შეხვედრები, ჩემი წარსულიდან გამომდინარე, ყოველთვის განსაკუთრებულია. იმ შემთხვევაში, თუ ტრიბუნები გადავსებული იქნებოდა, ბოლო წუთზე გატანილ ბურთს საოცარი და განუმეორებელი ემოციები მოჰყვებოდა. დამსახურებლად გავიმარჯვეთ. მაგრამ მატჩი ცუდად დავიწყეთ. 0:2-ის შემდეგ ვაჩვენეთ, რომ შეხვედრის მოგება გვსურდა. ძალიან ენერგიულად ვითამაშეთ. პირველი გატანილი ბურთის შემდეგ 100%-ით დავრწმუნდით იმაში, რომ გამარჯვების მოპოვება შეგვიძლია. შემდგომში დორტმუნდი აქცენტი საკუთარი კარების დაცვაზე გადაიტანა. მაგრამ სტაბილური ზეწოლის დროს ბურთი აუცილებლად კარებში აღმოჩნდება. ძალიან ბედნიერები ვართ", თქვა ლეონ გორეცკამ.


07-03-2021