სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა საოცრებები მოახდინა

პირველივე წუთებიდან დორტმუნდი ბურთს დაეუფლა. მეორე წუთზე რიკოშეტის შემდეგ ჰოლანდმა ანგარიში გახსნა, 0:1. ზანეს ჩაწოდებას ლევანდოვსკის თაურით არც ისე სახიფათო დარტყმა მოჰყვა. მეათე წუთზე დორტმუნდის მეორე კონტრშეტევა და ჰოლანდის მეორე გოლი, 0:2... ლევანდოვსკის მორიგი სუსტი თაური დარტყმა, რომელიც მეკარემ აიღო. კიმიხის გრძელი გადაცემა ზანეს არაზუსტი თავური დარტყმით დასრულდა. ლევანდოვსკის რიგით მესამე თავური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა. სამსვლიანი კომბინაცია ლევანდოვსკის დარტყმით დასრულდა, რომელიც ბადეს გვერდიდან მოხვდა. ზანეს ლამაზი დრიბლინგი არაზუსტი გადაცემით დასრულდა. დორტმუნდის მორიგი სახიფათო კონტრშეტევა, საბედნიეროდ მცველებმა გაანეიტრალეს. 27-ე წუთზე ზანეს აქტიურობის შემდეგ ბურთი ლევანდოვსკის მიუვიდა, რომელიც პოლონელმა ახლო მანძილიდან კარებში გადააგზავნა, 1:2! კომანის დარტყმა ჰიტცმა ფეხით მოიგერია. მუნიემ ფრანგზე ყვითელი აიკიდა. გორეცკას ქუსლი, ლევანდოვსკის დარტყმა, მაგრამ არაზუსტად. 44-ე წუთზე კომანის წაქცევის და VAR-ის შემოწმების შემდეგ პენალტი დაინიშნა. ლევანდოვსკიმ ცივსისხლიანად გამოიყენა, 2:2! ტაიმის მიწურულს რეკორდმაისტერმა ნახევარმომენტები შექმნა. მაგრამ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ასევე მაღალი ტემპით დაიწყო. ორივე გუნდმა პრესინგს მიმართა. აზარმა გაისროლა, მაგრამ ოდნავ ააცილა. საჯარიმოში როისი წაიქცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. საშუალო დისტანციიდან კიმიხმა დაარტყა, ჰიცს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ კომანმა დამატებაზე ამით ვერ იხეირა. ზულეს დრიბლინგი, მაგრამ კომანი ბურთთან მცველმა არ მიუშვა. ფლანგზე კომანის გარღვევა, მაგრამ ბოლო გადაცემა ვერ გამოუვიდა. ზულეს თაური დარტყა კარებს ზემოდან ასცდა. 60-ე წუთზე ჰოლანდმა მინდორი დატოვა. ზანემ ჰუმელსთან ბოლომდე იბრძოლა, ბურთი მოიპოვა და გადაცემა ლევანდოვსკიზე შეასრულა, მაგრამ პოლონელმა კარებს ააცილა. 67-ე წუთზე მინდორზე გნაბრი გამოვიდა, მან კომანი შეცვალა. ოთხ წუთში ტრავმის გამო მინდორი ბოატენგმა დატოვა. მატჩში მის ნაცვლად მარტინეზი ჩაერთო. გნაბრის დარტყმის შემდეგ მცველისგან რიკოშეტს მეკარე დაეუფლა. გნაბრის მორიგი დარტყმა კარებს ასცდა. კიმიხის სახიფათო ჩაწოდებას მიულერი ვერ დაეწია. კიმიხის დარტყმა ბურთი ბრანდტს მოხვდა და კუთხურზე გადავარდა. ზულეს თაური დარტყმა კარებს ასცდა. 89-ე წუთზე ბაიერნმა მესამე ბურთი შეაგდო, გორეცკას ანგარიშზეა და თითქმის ეგრევე ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 4:2!!! რეკორდმაისტერმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ისევ პირველ ადგილზე დაბრუნდა!


07-03-2021