სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნის მოგებათა სერია დორტმუნდის წინააღმდეგ უკვე 4 მატჩს შეიცავს. წარმატების შემთხვევაში რეკორდმაისტერი 1968-70 წწ. მაჩვენებელს გაიმეორებს.

ალიანც არენაზე ბაიერნმა დორტმუნდს უკანასკნელი 6 მატჩი საერთო ანგარიშით 26:3 მოუგო! უკანასკნელ საშინაო 5 შეხვედრაში მიუნხენელები მეტოქეს მინიმუმ 4 ბურთს უტანდნენ.

საღამოს ერთმანეთს მიმდინარე ჩემპიონატის ორი ყველაზე შედეგიან გუნდი დაუპირისპირდება. 23 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერს აქტივში 67 გოლი აქვთ (უფრო მეტი ბურთი გუნდს მხოლოდ 1973/74 წწ. სეზონში ჰქონდა გატანილი - 68). ბაიერნი ბურთს ზედიზედ უკვე 36 შეხვედრაში იტანს. დორტმუნდს ჩემპიონატში 48 გოლი დაუგროვდა.

საკუთარ კედლებში რეკორდმაისტერს 21 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა (17 გამარჯვება და 4 ფრე). უკეთესი შედეგი გუნდს 2016-18 წწ. ჰქონდა (38 მატჩი). დორტმუნდმა გასვლაზე ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ შალკე გაანადგურა (4:0).

2021 წელს ლევანდოვსკიმ მონაწილეობა გუნდის 13 გოლში მიიღო (11 ბურთი და 2 ასისტი). ეს ახალი წლის საუკეთესო მაჩვენებელია. მეორე ადგილზე დორტმუნდელი სანჩოა - 12 ქულა (6 გოლი + 6 ასისტი).

მიმდინარე ჩემპიონატში უკანასკნელ 15 წუთში ბაიერნმა და დორტმუნდმა 13 ბურთის გატანა შეძლეს. უფრო ხშირად მატჩის მიწურულს ბურთები მხოლოდ შტუტგარტს გაჰქონდა (14).


06-03-2021