სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

Der Klassiker-ის ისტორიული ფაქტები

ბუნდესლიგის ფარგლებში რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდს 17 ბურთი გაუტანა, რაც საუკეთესო შედეგია. ამ მაჩვენებლით პოლონელმა ლეგენდარულ გერდ მიულერსაც გადაუსწრო (14 გოლი). ლევანდოვსკიმ ბურთის გატანა ზედიზედ 4 Der Klassiker-ში მოახერხა (იგივე შედეგი ვოლფარტსაც აქვს). ყველა ტურნირის ჩათვლით ლევანდოვსკიმ დორტმუნდს 10 შეხვედრაში 11 ბურთი გაუტანა. ორივე გუნდის შემადგენლობაში თავდასხმელმა 24 გოლი მიითვალა - 19 ბაიერნის მაისურში, 5 - დორტმუნდის რიგებში.

რობერტ ლევანდოვსკის "Mister-Klassiker"-ის წოდება ეკუთვნის. მან ყველა ტურნირის ფარგლებში ბაიერნსა და დორტმუნდს შორის მონაწილეობა 36 დაპირისპირებაში მიიღო. აქედან 22 რეკორდმაისტერის მაისურში და 14 დორტმუნდელების რიგებში. რაც შეეხება ერთ გუნდში თამაშის, ამ მაჩვენებლით საუკეთესო შედეგ თომას მიულერს აქვს - 36 შეხვედრა.

1971 წლის 27 ნოემბერს Der Klassiker-ში 12 ბურთი გავიდა, რაც დღემდე რეკორდული მაჩვენებელია. ბაიერნმა "ყვითლები" ანგარიშით 11:1 გაანადგურეს. გერდ მიულერმა პოკერი მიითვალა.

ოტმარ ჰითცფელდმა მონაწილეობა 29 Der Klassiker-ში მიიღო, რაც მწვრთნელებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. 16 ბაიერნის რიგებში, 13 დორტმუნდის მწვრთნელის რანგში. ჰიტცფელდმა 12 გამარჯვება მოიპოვა. დორტმუნდის წინააღმდეგ ყველაზე მეტი შეხვედრა იუპ ჰაინკესს აქვს ჩატარებული - 20. დორტმუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იურგენ კლოპს ეკუთვნის - 22 მატჩი. ჰანზი ფლიქისთვის ეს მეხუთე Der Klassiker-ი იქნება.

ბუნდესლიგის ფარგლებში გამართულ Der Klassiker-ში გუნდებმა 11 პენალტი შეასრულეს. ბაიერნმა 8 და დორტმუნდმა კი 7 გამოიყენეს. რეკორდმაისტერის რიგებში საუკეთესო შემსრულებელი პაულ ბრაიტნერია - 3 გატანილი პენალტი.

გასულ 127 შეხვედრაში ბაიერნმა ანგარიში 71 ჯერ გახსნა. 49 ჯერ პირველი ბურთი დორტმუნდელების ანგარიშზე იყო. ამ მატჩებში მიუნხენელებმა 53 გამარჯვება, მეტოქემ კი 27 მოიპოვეს. ყველაზე ხშირად Der Klassiker-ში ანგარიშს რობერტ ლევანდოვსკი ხსნიდა (6), მეორე ადგილზე გერდ მიულერია (5). ხუთჯერ პოლონელმა ამის გაკეთება ბაიერნის რიგებში შეძლო და ერთხელ დორტმუნდის მაისურში.

Der Klassiker-ში გუნდების ზედიზედ მოგებული სერია 5 მატჩს უდრის. 1068-70 წწ. 5 გამარჯვება ბაიერნმა მოიპოვა. იგივე შედეგს დორტმუნდმა 2010-12 წწ. მიაღწია.


05-03-2021