სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ იოზუა კიმიხთან

ახლა დორტმუნდს 13 ქულით უსწრებთ. რატომ იქნება ეს დუელი განსხვავებული მაინც?
"დორტმუნდის წინააღმდეგ შეხვედრები ყოველთვის განსხვავებულია. ჩემი ბაიერნში გადასვლის მომენტიდან ყოველთვის ჩვენი კონკურენტები იყვნენ. როგორც წესი, ეს შეხვედრები ყოველთვის დაძაბულად ვითარდება, ეს დორტმუნდში ჩატარებულ მატჩებს უფრო ეხება. საშინაო შეხვედრებს ხშირად თავის სასარგებლოდ ვასრულებდით. შაბათს ზუსტად ეს გვაქვს მიზნად დასახული. მაგრამ დორტმუნდის დონე ჩვენთვის ცნობილია და შესაბამისად განსაკუთრებული მატჩი გამოვა".

წინა დაპირისპირებაში ტრავმა მიიღე. რა მოგონებები დაგრჩა და როგორ მოახერხე ესე სწრაფად კონდიციების დაბრუნება?
"ტრავმის მიღება სამწუხარო იყო, რადგანაც მატჩის წინ თავს კარგად ვგრძნობდი. ეგრევე სწრაფი დაბრუნება მიზნად დავისახე. კარგი კონდიციების დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო. ჩემს სხეულს სუსტი ადგილები არ უნდა ჰქონდეს. ამასთან გამკვლავება ჯერ კარგად გამომდის".

სუპერთასზე გატანილ ბურთს გულშემატკივრებს ჯერ კიდევ დიდი ხანი ემახსოვრება. სრული ნებისყოფის განსახიერება იყო. ითამაშებს თუ არა ხასიათის ეს თვისება გადამწყვეტ როლს შაბათს საღამოს?
"ნებისყოფის დემონსტრირება ყოველ შეხვედრაში გვმართებს, და არა მხოლოდ დორტმუნდთან დაპირისპირებებში. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეს ქულებით ვუსწრებთ, დორტმუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლა ყოველთვის შეეძლო. შესაძლებელია, რომ განსხვავებას ზუსტად ეს მენტალიტეტი გვაძლევს. შესაბამისად, ნათლად უნდა ჩანდეს, რომ გამარჯვების მოპოვება გვსურს".


04-03-2021