სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერმა და გნაბრიმ წარმატებული დაბრუნება იზეიმეს

ჰანზი ფლიქმა უკვე არა ერთხელ დაამტკიცა, რომ შეცვლების გამოცნობა ეხერხება. მაგრამ შაბათს საღამოს საკუთარ თავს გადააჭარბა. ფლიქის მიერ შესრულებულმა ცვლილებებმა გუნდს კიდევ 3 გოლი მოუტანა. მან საკუთარი ჯოკრები მიულერის და გნაბრის სახით გამოიყენა, რომლებსაც ტრავმის და ავადმყოფობის გამო შესვენების აღება მოუწიათ. თომასმა პირველივე შეხებით ასისტი მიითვალა, სერჟმა კი დუბლი შეასრულა.

მიულერს ლევანდოვსკიზე შედეგიანი გადაცემის შესასრულებლად მხოლოდ 32 წამი დასჭირდა. მიმდინარე ჩემპიონატში თომასმა უკვე 11 ასისტი მიითვალა.

გნაბრიმ მატჩის დასკვნით ფაზაში, 4 წუთის განმავლობაში, 2 ბურთი გაიტანა. 25 წლის ვინგერს კიოლნის წინააღმეგ ჩატარებულ 7 შეხვედრაში უკვე 9 გოლი დაუგროვდა.


28-02-2021