სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გორეცკა - მატჩის გმირი

შაბათს საღამოს ლეონ გორეცკამ ისევ დაამტკიცა, რომ გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. კიოლნის წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში ნახევარმცველმა მშვენიერი თამაში აჩვენა და პირადი რეკორდი დაამყარა. "ლეონ გორეცკამ მშვენიერი გადაცემები შეასრულა. ჩემთვის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელია", შეაქო ფლიქმა გორეცკა.

პირველ ტაიმში ლეონმა შედეგიანი გადაცემები ჩუპო მოტინგზე და ლევანდოვსკიზე შეასრულა. მეორე ნახევრის ბოლოს მან ბურთის გატანაში გნაბრის დაეხმარა. ელეგანტური ჩაწოდების შემდეგ ვინგერს მხოლოდ თავის ბურთისთვის მიხვედრა რჩებოდა. წარსულში გორეცკას ერთ შეხვედრაში 3 ასისტის შესრულება ჯერ არ გამოსდიოდა.

18 ნომრისთვის კიოლნთან მატჩი მოვლენებზე მდიდარი კვირის იდეალური დასასრული აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ კარანტინის შემდეგ გორეცკამ დაბრუნება ერთი კვირის ფრანკფურტთან მატჩში იზეიმა. შემდეგ სამშაბათს ლაციოსთან შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა. კიოლნთან შეხვედრაში Covid19-ის შემდეგ ლეონმა მინდორზე სრული 90 წუთი პირველად გაატარა.


28-02-2021