სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი მარცხი განიცადა

შეხვედრა ორმხრივ შეტევებში დაიწყო. ჰერტა ორთაბრძოლებში საკმაოდ აქტიურად და აგრესიულად შედიოდა.

კოვაჩმა სკამზე ჰუმელსი და მიულერი დატოვა. მორიგი შანსი სანჩესმა მიიღო.

პირველი რეალური შანსი ბაიერნს მე-15 წუთზე ჰქონდა. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ბოატენგმა თაური დარტყმით კარების მიმართულებით გაუშვა, მაგრამ არაზუსტად.

4 წუთში რიბერის გარღვევა ლევანდოვსკიმ ვერ დააგვირგვინა. ბურთმა ისევ ძელის სიახლოვეს ჩაიარა.

22-ე წუთზე იბიშევიჩის დარტყმა ნოიერმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბოატენგმა ვარდნაში პენალტი აიკიდა. მცველმა კალუ წააქცია. იბიშევიჩმა 11-მეტრიანი ცივსისხლიანად გამოიყენა.

ბაიერნი მთელი ძალებით წინ წავიდა. კიმიხმა მშვენიერი ილეთით რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, მაგრამ იოზუას დარტყმა რიბერის მოხვდა და კრაფტის კარებს ასცდა.

31-ე წუთზე ჰერტამ მორიგი კონტრშეტევა განახორციელა. ზულეს სისწრაფე რომ არა მეტოქე ნოიერთან ერთი ერთზე გადიოდა. ჩამოწოდებული კუთხური სახიფათო თაური დარტყმით დასრულდა.

39-ე წუთზე ალაბას მშვენიერი გამჭოლი გადაცემა გამოუვიდა, მაგრამ რობენმა 5 მეტრიდან ბურთი კარებს ააცილა.

პირველი ტაიმის მიწურულს ჰერტამ ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. გოლი დუდამ მიითვალა.

მეორე ნახევარი კიმიხის ყვითელი ბარათით დაიწყო. მცველმა კალუ წააქცია. კოვაჩმა მიულერი რობენის ნაცვლად გამოიყვანა.

52-ე წუთზე ალაბამ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

კიმიხის ჩაწოდებული ბურთი მიულერმა თაური დარტყმით ლევანდოვსკის მიმართულებით გადააგზავნა, მაგრამ პოლონელი ბურთს ვერ დაეუფლა.

ამ წუთებში მიულერი აქტიური იყო. მისი მორიგი თაური კარებს ზემოდან ასცდა.

68-ე წუთზე ჰერტა გაშვებული გოლისგან კრაფტმა იხსნა. ბოატენგს კარგი თაური დარტყმა გამოუვიდა და მეკარემ ბურთის მოგერიება მოახერხა.

ალაბამ ხელსაყრელი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა. ბურთი კარებს დიდი მანძილით ასცდა.

რიბერის ჩაწოდებული ბურთი გნაბრიმ ნახტომში დაიჭირა, მაგრამ ვერ შეაგდო.

შეცვლაზე შემოსულმა ვაგნერმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი კრაფტს გაარტყა.

მეორე ნახევარში საგრძნობი უპირატესობის მიუხედავად, ბაიერნმა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო, 0:2...


29-09-2018