სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა კიოლნი გაანადგურა!

პირველი წუთები ბაიერნის დიდი უპირატესობით წარიმართა. მომენტები ზანეს და ზულეს ჰქონდათ. მე-18 წუთზე გორეცკას მშვენიერი ჩაწოდების შემდეგ ჩუპო მოტინგმა ბურთი კარებში თავური დარტყმით გადააგზავნა, 1:0! 25-ე წუთზე იგივე სტილის კომბინაცია, მაგრამ ახლა დასარტყმელ პოზიციაზე მუსიალა აღმოჩნდა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ფეხბურთელის თაური დარტყმა არაზუსტი იყო. თითქმის ეგრევე მომენტი ლევანდოვსკის შეუქმნეს, პოლონელის თაურის შემდეგ ბურთი კარებს ცოტათი ასცდა. 10 წუთში ლამაზი ორსვლიანი კომბინაციის შემდეგ ლევანდოვსკიმ საკუთარი მორიგი ბურთი შეაგდო და ანგარიში 2:0-მდე გაზარდა! პოლონელზე მშვენიერი გადაცემა გორეცკამ შეასრულა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი კიოლნის გოლით დაიწყო. ბოატენგმა და ალაბამ უხეში შეცდომა დაუშვეს... 2:1. საშუალო დისტანციიდან კიმიხმა დაარტყა, ბურთი შორეულ კუთხეს ასცდა. 65-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. გადაცემა მას პირველივე შეხებით შეცვლაზე შემოსულმა თომას მიულერმა შეასრულა, 3:1! 75-ე წუთზე ლეონ გორეცკამ ორთაბროლის დროს ფეხზე მტკივნეული დარტყმა მიიღო, მაგრამ პაუზის შემდეგ წამოდგომა მოახერხა. თითქმის ეგრევე კიოლნს ნოიერის შეცდომის შემდეგ მეორე ბურთი უნდა გაეტანა, მაგრამ "თხების" დარტყმა ძელმა მოიგერია. გორეცკას დარტყმა ლამაზ ნახტომში ჰორნმა კუთხურზე გადააგზავნა. 83-ე წუთზე ზანეს და ერნანდეზის აქტიურობის შემდეგ გნაბრიმ ანგარიში 4:1 გადახადა! სერჟმა ფრანგის ჩაწოდება ერთი შეხებით კარებში გადააგზავნა. ახლო დისტანციიდან მაიერის დარტყმის შემდეგ ნოიერმა ფანტასტიური რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია. 86-ე წუთზე გნაბრიმ დუბლი მიითვალა. გორეცკამ მესამე საგოლე გადაცემა შეასრულა, 5:1! ბაიერნმა კიოლნი გააცალმტვერა. ერთ კვირაში ალიანც არენაზე Der Klassiker-ი შედგება.


27-02-2021