სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს საღამოს ბაიერნი კიოლნის წინააღმდეგ საიუბილეო 100-ე შეხვედრას გამართავს. აქედან რეკორმაისტერმა 52 მატჩი მოიგო, 23 ფრედ დაასრულა და 24 მარცხი იწვნია. უფრო მეტი წაგება კიოლნს მხოლოდ გლადბახთან აქვს (56).

უკანასკნელ 13 შეხვედრაში ბაიერნის წინააღმდეგ "თხებმა" მხოლოდ ქულა მოიპოვეს. არც ერთ სხვა გუნდთან კიოლნს ესეთი წარუმატებელი სერია არ აქვს.

ბაიერნი ბუნდესლიგაში საშინაო 20 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. გუნდმა 60 ქულიდან 52 დააგროვა.

მატჩის დღეს, 27 თებერვალს, ბაიერნს 121 წელი შეუსრულდება!

უკანასკნელი 12 შეხვედრიდან რობერტ ლევანდოვსკიმ კიოლნს მხოლოდ ერთხელ ვერ გაუტანა. მიმდინარე ჩემპიონატში თავდასხმელს 22 ტურის შემდეგ 26 გოლი დაუგროვდა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. პოლონელს უფრო მეტი ბურთი აქვს გატანილი, ვიდრე მთელ კიოლნს (20).


26-02-2021