სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და რეკორდები

ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი უკვე 18 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება - 17 გამარჯვება და ფრე ატლეტიკოს წინააღმდეგ (1:1). ჰანზი ფლიქის შეგირდებს ლაციოსთან საპასუხო შეხვედრაში საკლუბო რეკორდის გამეორება შეუძლიათ (2001/2002 წწ. 19 მატჩიანი წაუგებელი სერია).

გასვლაზე რეკორდმაისტერის წაუგებელი სერია 17 მატჩს შეიცავს - 13 გამარჯვება და 4 ფრე. იტალიაში მიუნხენელები უკვე 6 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდებიან - 4 მოგება და 2 ფრე.

კიმიხმა ლაციოსთან საიუბილეო 50-ე მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 38 გამარჯვება მოიპოვა, რაც ტურნირის რეკორდია. იოზუამდე საუკეთესო შედეგს მიულერი და კაზემირო ფლობდნენ (36 მოგება). ამავდროულად კიმიხის პირადი მოგებათა სერია უკვე 15 შეხვედრას შეადგენს.

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ბაიერნმა მინიმუმ 4 ბურთი უკვე მე-14-ედ შეაგდო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია (ბარსელონა - 11, რეალი - 9, ლივერპული - 7).

ბაიერნს საუკეთესო შეტევის ხაზი აქვს, რომელმაც ტურნირში უკვე 22 ბურთი გაიტანა. ფლიქის ხელმძღვანელობით პლეიოფის სტადიაზე რეკორდმაისტერმა უკვე 23 გოლი მიითვალა.

ჯამალ მუსიალამ, რომელმაც ანგარიში 2:0 გახადა, მიმდინარე ტურნირში ბაიერნის მე-12 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ბურთი შეაგდო. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესოა.


25-02-2021