სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

რობერტ ლევანდოვსკის მშვენიერი საგოლე ალღო აქვს. ლაციოსთან შეხვედრის მეცხრე წუთზე პოლონელმა მცველის შეცდომა ცივსისხლიანად გამოიყენა, მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარებში შეაგორა. ამით რომაელების დარბევა დაიწყო.

2017/18 წწ. სეზონიდან დაწყებული ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის 34 შეხვედრაში 32 გოლი მიითვალა. არც ერთ სხვა ფეხბურთელს ამ მონაკვეთში ამდენი ბურთი არ გაუტანია. მიმდინარე გათამაშებაში პოლონელს 5 მატჩში 4 გატანილი ბურთი დაუგროვდა. 72 გოლით ლევანდოვსკი ტურნირის ბომბარდირთა სამეულში შევიდა. უფრო მეტი ბურთი რონალდუს (134) და მესის (119) აქვთ გატანილი.

ლაციოს წინააღმდეგ მატჩში რობერტი ყველაზე აქტიური იყო. მან კარების მიმართულებით ყველაზე მეტი დარტყმა განახორციელა - 3. შესაბამისად, თავდასხმელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.


24-02-2021