სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ლაციო გააცალმტვერა!

პირველ წამებზე ბაიერნმა კუთხური მოიპოვა, მაგრამ ჩაწოდებით მიუნხენელებმა ვერ იხეირეს. ზულეს დრიბლინგის შემდეგ ლაციოს კარებთან სახიფათო მომენტი შეიქმნა, მცველებმა ბურთი ისევ კუთხურზე გადააგდეს. შემდეგ კიმიხის გადაცემას ლევანდოვსკიმ ვერ მიუსწრო, თორე შეიძლება გოლიც გასულიყო. მეათე წუთზე ლაციოს მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა, რომლის შემდეგ ლევანდოვსკი რეინასთან ერთი ერთზე აღმოჩნდა. პოლონელი ესეთ შანსებს თითქმის ყოველთვის იყენებს, 0:1! ლევანდოვსკის და ზანეს ორსვლიანი კონტრშეტევა, მაგრამ ლეროის ქუსლი კარებს ასცდა. 24-ე წუთზე დეივისის აქტიურობის შემდეგ ბურთი მუსიალას მიუვიდა, რომელმაც რეინასგან მარჯვენა კუთზე დალაშქრა, 0:2! 35-ე წუთზე რეინამ საკუთარი შეცდომის შემდეგ გუნდი მესამე გოლს გადაარჩინა. კარებში ლევანდოვსკი ურტყავდა. ტაიმის მიწურულს მომენტი ლაციომ შექმნა, მაგრამ დაცვამ ბურთი კუთხურზე გადააგდო. 42-ე წუთზე კომანმა რეიდი შეასრულა, დაარტყა რეინამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ზანემ ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:3! 45-ე წუთზე ლევანდოვსკის დარტყმა მეკარემ დაიჭირა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ზანეს რეიდით დაიწყო, რომელიც ლაციოს ავტოგოლით დასრულდა, 0:4! 50-ე წუთზე ლაციომ ერთი გოლი გაჰქვითა. რომაელების კიდევ ერთი სახიფათო დარტყმა ნოიერმა მოიგერია. იმობილეს შანსი, მაგრამ კაპიტანმა ეს ბურთიც დაიჭირა. ალაბას სტანდარტი, ბურთი კარებს ასცდა. ამჯერად ზანეს სტანდარტი ცოცხალ კედელს ხვდება და ბურთი კუთხურზე გადადის. ჩაწოდებას სახიფათო მომენტი არ მოჰყოლია. 80-ე წუთზე ლევანდოვსკის ლამაზი თამაში და დარტყმა, მაგრამ რეინა ბურთს დაეუფლა. რომაელებმა დეივისს ზედიზედ ორი შანსი მისცეს, მაგრამ კანადელმა ვერ გამოიყენა. მატჩის ბოლო მონაკვეთში ბაიერნის ფეხბურთელები ბურთს უბრალოდ აგორავებდნენ. ამ წყვილში რეკორდმაისტერმა საგზურის ბედი შეიძლება ითქვას გადაწყვიტა. გამეორებით შეხვედრას, რომელიც 17 მარტს გაიმართება, ნახევრად ამხანაგურის სტატუსი ექნება.


24-02-2021