სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი პოლონელ ფორვარდს აკვირდება

გერმანული პრესის ინფორმაციით, ბაიერნის ხელმძღვანელობა კჟიშტოფ პეტეკის ტრანსფერით დაინტერესდა. ოთხშაბათს მიუნხენური კლუბის სკაუტები 23 წლის ფორვარდს ჯენოასა და კიევოს შეხვედრაში აკვირდებოდნენ (2:0). პეტეკმა ერთი ბურთი შეაგდო.

იტალიის ჩემპიონატის 5 ტურში პოლონელმა უკვე 6 გოლი მიითვალა. გასულ ზაფხულს ჯენოამ პეტეკი კრაკოვიიდან 4,5 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეიძინა.


28-09-2018