სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული გასვლაზე იტალიაში უკვე 5 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. ბაიერნმა 3 გამარჯვება მოიპოვა და 2 შეხვედრა ფრედ დაასრულა. სტადიო ოლიმპიკოზე მიუნხენელების მონაწილეობით გამართულ უკანასკნელ 2 შეხვედრაში 13 ბურთი გავიდა. 2014 წლის ოქტომბერში ბაიერნმა რომა ანგარიშით 7:1 გაანადგურა.

ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში რეკორდმაისტერი ზედიზედ მეცამეტედ გავიდა. ლაციო პირიქით, ტურნირის მერვედფინალში 21 წლის პირველად განმავლობაში გავიდა.

სამშაბათს გვიან საღამოს წინა სეზონის ორი ბომბარდირის დუელი შედგება - ლევანდოვსკი იმობილეს წინააღმდეგ. 2017/18 წწ. ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან დაწყებული პოლონელზე მეტი გატანილი ბურთი არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს - 33 (რონალდუ 29 გოლი). იმობილეს 9 შეხვედრაში 8 გოლი დაუგროვდა.

სამშაბათს გვიან საღამოს შეხვედრაში გოლების კასკადია მოსალოდნელი. ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 27 მატჩში მიუნხენელებმა მხოლოდ ლივერპულის კარები ვერ დალაშქრეს (0:0, 2019 წლის თებერვალში). ლაციოს უკანასკნელ 17 მატჩში მინიმუმ ერთი ბურთი აქვს გატანილი.

ჯგუფური ეტაპი ორივე გუნდმა წაგების გარეშე დაასრულა. რეკორდმაისტერს აქტივში 5 გამარჯვება და ფრე აქვს. ლაციომ 2 შეხვედრა მოიგო და 4 ფრედ დაასრულა.


22-02-2021