სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რომის სტადიონი იღბლიანია

სამშაბათს გვიან საღამოს შეხვედრა ლაციოსა და ბაიერნს შორის რომის სტადიო ოლიმპიკოზე გაიმართება. წარსულში რეკორდმაისტერმა ამ სტადიონზე რომას წინააღმდეგ 4 შეხვედრა გამართა, რომლებშიც 2 გამარჯვება მოიპოვა (და 2 მარცხი იწვნია). 2015 წელს ბაიერნმა რომა ანგარიშით 7:1 გაანადგურა, რაც დღემდე მიუნხენელებისთვის ეს გასვლით შეხვედრებში მოპოვებული გამარჯვებებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით დასრულდა. დუბლი არიენ რობენმა შეასრულა, თითო გოლი მარიო გიოტცემ, რობერტ ლევანდოვსკიმ, თომას მიულერმა, ფრანკ რიბერიმ და ჯერდან შაქირიმ მიითვალეს.

სტადიო ოლიმპიკოსთან კარგი მოგონებები ნაკრებსაც აქვს. 1980 წელს მანშაფტმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და 10 წელში კი მუნდიალიც მიაყოლა.


22-02-2021