სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

1:2 ფრანკფურტში

მატჩი ზანეს ძალზედ არაზუსტი დარტყმით დაიწყო, არადა ლეროი კარგ პოზიციაში იმყოფებოდა. თითქმის ეგრევე შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ იუნესმა ბურთი მცველს გაარტყა. მეოთხე წუთზე გვერდითმა არბიტრმა ფეხი იტკინა. შეცვლის გაკეთება მოუწიათ. მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგზე დაშვებული შეცდომის გამო ბაიერნმა საკუთარ კარებში გოლი მიიღო, 1:0... იუნესმა კარებიდან გამოსული ნოიერი დაინახა და მოედნის ცენტრიდან გაისროლა. საბედნიეროდ ბურთი კარებს ასცდა. გაშვებული ბურთის შემდეგ რეკორდმაისტერმა ინიციატივა მოიპოვა, მაგრამ წინა ხაზში ნაკლებად კრეატიულად გამოიყურებოდა. 28-ე წუთზე კიმიხმა დრიბლინგი შეასრულა, მაგრამ დარტყმა სუსტი გამოუვიდა. მეკარე ბურთს დაეუფლა. 31-ე წუთზე იუნესმა შორეული ცხრიანი დალაშქრა, 2:0. კომანის დარტყმის და რიკოშეტის შემდეგ მეტოქის კარებთან პირველი ხიფათი შეიქმნა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ჩაწოდების შემდეგ ზულეს თაური დარტყმა ისევ მეკარე დაეუფლა. საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, ტრაპმა მოიგერია. ეგრევე კომანმა დაამატა, მეკარემ ისევ მოიგერია. ლევანდოვსკის დასკვნითი დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა. კოსტიჩი მორიგი ჩაწოდება ბოატენგმა კინაღამ საკუთარ კარებში ჩაჭრა. ბურთი ძელს ცოტათი ასცდა. კიმიხმა ზანეს მიმართულებით გადაცემა შეასრულა, ლეროიმ ბურთს ვერ დაეწია. ზანე გარღვევა და გადაცემა ჩუპო მოტინგის ქუსლით დარტყმით დასრულდა, ოდნავ არაზუსტად. ტაიმის მიწურულს ფრანკფურტს მესამე ბურთი უნდა გაეტანა, მაგრამ ნოიერმა მეტოქეს ახლო დუელში ბრძოლა მოუგო და ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმი ზანეს არაზუსტი ჩაწოდებით დასრულდა, ჰასებემ ბურთი კუთხურზე მოიგერია. ზანეს მორიგი თაური დარტყმა, ისევ არაზუსტად. საერთო ჯამში ბაიერნმა უსახური პირველი ნახევარი ჩაატარა...

მეორე 45 წუთი ზულეს მორიგი არაზუსტი გასროლით დაიწყო. ზანეს ჩაწოდებას კომანის თაური მოჰყვა, რომელიც ისევ არაზუსტი აღმოჩნდა. დეივისმა ეფექტური დრიბლინგის შემდეგ კუთხური მოიპოვა. კიმიხს ჩაწოდება ნაკლებად გამოუვიდა. 53-ე წუთზე ზანეს მშვენიერი დრიბლინგის და გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ერთი ბურთი გაჰქვითა, 2:1! გოლის შემდეგ რეკორდმაისტერმა ინიციატივას დაეუფლა და მეტოქის კარებს ახალი შემართებით შეუტია. მარცხენა ფლანგზე დეივისი აქტიურობდა და ზედიზედ რამდენიმე კუთხური მოიპოვა. გორეცკას მორიგი თაური, მაგრამ ისევ არაზუსტად. კომანმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, არადა ფრანგი კარგ სიტუაციაში იმყოფებოდა. ზულეს დარტყმა საშუალო დისტანციიდან, ისევ არაზუსტი აღმოჩნდა. 87-ე წუთზე ზანეს დარტყმის შემდეგ ტრაპი ბურთი დაიჭირა. ერნანდეზის ჩაწოდება, მუსიალას თაურის დარტყმა, მაგრამ როგორც წინა მომენტებში ბურთი კარებს ასცდა. ზანეს ხანგრძლივი სპრინტი უშედეგოდ დასრულდა. მეტოქეების კონტრშეტევა გოლით უნდა დასრულებულიყო, თუ არა ნოიერი. კაპიტანმა მშვენიერი სეივი შეასრულა და გუნდი მატჩში დატოვა. ბოლო წამებზე ლევანდოვსკის ნახევარმომენტი შეექმნა, მაგრამ თავდასხმელი ბურთს ვერ მიწვდა. რეკორდმაისტერი ფრანკფურტთან დამარცხდა. წინ რომი და ლაციო არიან!


20-02-2021