სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰერტა - ბაიერნი. სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ნიკო კოვაჩი რეკორდმაისტერთან ერთად თავის ყოფილ კლუბს დაუპირისპირდება. 2003-06 წწ. ბაიერნის მწვრთნელი ჰერტას ღირსებას ბუნდესლიგაში (75 მატჩი და 8 გოლი) და 1991-96 წწ. მეორე ბუნდესლიგაში (136 მატჩი და 5 გოლი) იცავდა. კოვაჩი ჰერტას ახლანდელ მწვრთნელთან პალ დარდაისთან ერთად მინდორზე გერმანიის ჩემპიონატის 34 მატჩში გადიოდა. ოფიციალური საიტი მომდევნო მატჩის ფაქტებს და სტატისტიკას წარმოგიდგენთ.

საღამოს შეხვედრაში გუნდები ერთმანეთს 67-ე ჯერ შეხვდებიან. სტატისტიკა ბაიერნის სასარგებლოდ არის: 38 გამარჯვება, 19 ფრე და 9 მარცხი. ბურთები, 152:71. ბერლინშიც ბავარიელები საკმაოდ კარგად გამოდიან: 12 გამარჯვება, 14 ფრე და 7 მარცხი. ბურთები, 62:43.

ბაიერნმა ჰერტას უკანასკნელი 14 მატჩიდან 11 მოუგო. საერთო ჯამში მიუნხენელებმა ბერლინელებთან ბოლო 29 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგეს (20 გამარჯვება და 8 ფრე). ის ერთადერთი მარცხი 2009 წლის თებერვალში მოხდა (1:2). უკანასკნელ 3 მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა (0:0, 2:2 და 1:1). აქედან გამომდინარე, ჰერტა ერთადერთი გუნდია, რომელიც ბაიერნთან სამი შეხვედრის განმავლობაში არ დამარცხებულა.

შეძლებენ ბაიერნელები წელსაც სტატისტიკის გაუმჯობესებას ოქტობერფესტის დროს? 2010 წლის ოქტომბრიდან (დორტმუნდში, 0:2) რეკორდმაისტერს ოქტობერფესტის დროს, ბუნდესლიგის 28 მატჩიდან არც ერთი არ წაუგია (21 გამარჯვება და 7 ფრე). მიმდინარე სეზონში, ლუდის ფესტივალის დროს, ბაიერნმა შალკე დაამარცხა (2:0) და აუგსბურგთან ფრე ითამაშა (1:1).

ჰერტამ სასტარტო 5 ტურში 10 ქულა დააგროვა, რაც კლუბის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. ბოლოს დროის განმავლობაში ბერლინელები საკუთარ ოლიმპიაშტადიონზე საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობენ. გასული სეზონის ჩათვლით ჰერტამ 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო. უკანასკნელ 2 საშინაო მატჩში ბერლინელებმა გაიმარჯვეს და ბაიერნთან წარმატების შემთხვევაში, პირველად ორი წლის განმავლობაში, ზედიზედ 3 საშინაო მატჩის მოგებას შეძლებენ".


28-09-2018