სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

უკანასკნელი 7 შეხვედრიდან ფრანკფურტის წინააღმდეგ ბაიერნმა 6 მოიგო (1 მარცხი). ბუნდესლიგაში სტატისტიკას შემდეგი სახე აქვს: 56 გამარჯვება, 22 ფრე და 21 მარცხი. მაგრამ აღსანიშნავია, რომ რეკორდმაისტერს "არწივებთან" გასვლით შეხვედრებში თამაში უჭირს.

შაბათს საღამოს ერთმანეთს 2021 წლის საუკეთესო გუნდები დაუპირისპირდებიან. ფრანკფურტს 22 ქულა აქვს მოპოვებული, ბაიერნს კი 3-ით ნაკლები.

მიმდინარე ჩემპიონატში მიუნხენელებმა უკვე 61 ბურთი გაიტანეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ფრანკფურტის აქტივში 48 გოლია, რაც ტურნირის მეორე მაჩვენებელია.

22-ე ტურის წინ ბაიერნი პირველ ადგილს იკავებს, მეორე საფეხურხე მყოფ ლაიპციგს 5 ქულით უსწრებს. მოწინავე 5 ევროპულ ჩემპიონატში რეკორდმაისტერი ერთადერთი მოქმედი ჩემპიონია, რომელიც სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციაზე იმყოფება. დანარჩენი ჩემპიონები მხოლოდ მდევრის როლში არიან.

ბაიერნს და ფრანკფურტს ძლიერი ნებისყოფა ახასიათებთ. მიმდინარე ჩემპიონატში რეკორდმაისტერმა უკვე 19 ქული დააგროვა იმ მატჩებში, რომლებშიც აგებდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ფრანკფურტს ესეთ შეხვედრებში 15 ქულა აქვთ დაგროვებული. ეს ტურნირის მეორე მაჩვენებელია.


19-02-2021