სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა

მიუნხენელებმა ბილეფელდის კარები სამჯერ დალაშქრეს და, რა თქმა უნდა, ერთხელ ამის გაკეთება ლევანდოვსკიმ მოახერხა. ჩემპიონატში თავდასხმელს უკვე 25 გოლი დაუგროვდა. ყველა ტურნირზე პოლონელის მონაგარი 30 ბურთს უდრის. ევროპის 5 საუკეთესო ჩემპიონატში არც ერთ სხვა ფეხბურთელს ესეთი მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.

21 ტურის შემდეგ არც ერთ ფეხბურთელს ამდენი ბურთი ჯერ არ გაუტანია. 1971/72 წწ. სეზონში, როდესაც გერდ მიულერმა 40 გოლი მიითვალა, 21 ტურის შემდეგ ლეგენდარულ თავდასხმელს 23 ბურთი ჰქონდა გატანილი.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი ბურთები კოკო ტოლისომ და ალფონსო დეივისმა შეაგდეს. ჩემპიონატში ბაიერნის რიგებში გოლი უკვე 14 ფეხბურთელმა მიითვალა.

21 ტურის შემდეგ რეკორდმაისტერს 61 გატანილი ბურთი აქვს, რაც 1981/82 წწ. ჰამბურგის რეკორდის გამეორებაა.

ორშაბათს საღამოს დეივისმა ანგარიში 3:3 გახადა. ეს გოლი კანადელისთვის ბაიერნის მაისურში მეხუთე აღმოჩნდა. ხუთი ბურთი დეივისმა საშინაო შეხვედრებში გაიტანა.


17-02-2021