სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხი: "სათამაშო მოქნილობა სარგებელს მომიტანს"

"ნაკრებში საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე და ბაიერნში დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში პროგრესირებაში დამეხმარება. უფრო უნივერსალური ფეხბურთელი გავხდები. ეროვნული გუნდიდან მიუნხენში დაბრუნებისას ნიკო კოვაჩმა მითხრა, რომ დაცვაში გამომიყენებს, რადგანაც ამ ხაზში ფეხბურთელების დეფიციტი შეინიშნება და ნახევარდაცვაში კი სამწვრთნელო შტაბს პირიქით დიდი არჩევანი გააჩნია. ვთვლი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სათამაშო მოქნილობა მხოლოდ სარგებელს მოიტანს", აღნიშნა იოზუა კიმიხმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მატჩებში იოაჰიმ ლიოვმა 23 წლის მოთამაშე ნახევარდაცვის ცენტრში გამოიყენა.


28-09-2018