სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მხოლოდ ქულა მოიპოვა

შეხვედრაში პირველი დარტყმა მეოთხე წუთზე ჩუპო მოტინგმა განახორციელა, მაგრამ მეკარემ ბურთი უპრობლემოდ დაიჭირა. კომანმა მშვენიერი დრიბლინგი აჩვენა, ბოლომდე იბრძოლა და ჯარიმა მოიპოვა, მაგრამ რეკორდმაისტერმა სტანდარტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მიუნხენში საკმაოდ ძლიერად თოვლდა. ბილეფელდის პირველი შეტევა გოლით დასრულდა... მეათე წუთზე ნოიერის კარები ვლაპმა დალაშქრა, 0:1. ზანეს ჩაწოდება საჯარიმოში, მაგრამ ლევანდოვსკის მეკარემ დაასწრო და ბურთს დაეუფლა. საშუალო დისტანციიდან კომანმა გაისროლა, მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. ჩუპო მოტინგის მომენტი, მაგრამ ბურთის გზაზე ისევ მეკარე დადგა. მეტოქეს პირველივე კუთხური ასევე გოლით დასრულდა, 0:2... შესვენებამდე ანგარიში არ შეიცვალა.

მეორე ნახევრის დაწყების წინ მინდორმა ჩვეული სახე მიიღო. 49-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ალაბას გადაცემის შემდეგ ერთი ბურთი გაჰქვითა, 1:2. მაგრამ ბილეფელდმა თითქმის ეგრევე ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. ნოიერი უძლური აღმოჩნდა, დაცვამ მომენტი ისევ ჩააგდო. 58-ე წუთზე ზანე გრძელი გადაცემის შემდეგ ტოლისომ ბილეფელდის კარები მეორედ აიღო, 2:3! ფრანგის თაური დარტყმის შემდეგ მეკარე უძლური აღმოჩნდა. კომანის უძლიერესი დარტყმა, მაგრამ ამჯერად გოლკიპერი ადგილზე აღმოჩნდა, კუთხური. სტანდარტი მიუნხენელებმა ეფექტურად ვერ გამოიყენეს. 70-ე წუთზე მრავალსვლიანი შეტევის შემდეგ დეივისმა ანგარიში გაათანაბრა, 3:3. მარცხენა მცველმა საჯარიმოს ფარგლებიდან უძლიერესი დარტყმა განახორციელა. მცველები ბურთს ვერ გადაეღობდნენ. 72-ე წუთზე ლევანდოვსკის თაურის შემდეგ ბურთი კარებს სასწაულად ასცდა. ბილეფელდმა მეოთხე ბურთი შეაგდო, მაგრამ გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. ლევანდოვსკის გარღვევა მეკარემ წესების დაცვით შეაჩერა. უკანასკნელი 10 წუთში გუნდებს დაღლა დაეტყოთ. ბრძოლა უფრო მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. 88-ე წუთზე ბილეფელდის მცველმა ბურთი ცარიელი კარებიდან გამოიტანა. კომანის დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი დაიჭირა. სამწუხაროდ, რეკორდმაისტერმა ორი ქულა დაკარგა.


16-02-2021