სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნს ბილეფელდის წინააღმდეგ 6-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა. მეტოქეს რეკორდმაისტერის წინააღმდეგ საშინელი სტატისტიკა აქვს - 26 წაგებული შეხვედრა და 74 გაშვებული ბურთი.

მიუნხენში ჩატარებული 17 შეხვედრიდან ბილეფელდმა მხოლოდ ერთის მოგება შეძლო (1979 წლის მარტში, 4:0). მიუნხენში არმინიამ ზედიზედ 9 მატჩი წააგო.

მიმდინარე ჩემპიონატის 20 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 58 ბურთი გაიტანა. ბილეფელდს მხოლოდ 15 გოლი აქვს. რობერტ ლევანდოვსკის მთელ ბილეფელდზე 9 ბურთით მეტი აქვს გატანილი.

ალიანც არენაზე მიუნხენელები უკვე 19 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდებიან (16 მოგება და 3 ფრე). საუკეთესო შედეგი ბაიერნს 2016 წლის მარტიდან 2018 წლის აპრილამდე ჰქონდა - 38 წაუგებელი მატჩი.

რეკორდმაისტერი მეორე ბუნდესლიგიდან დაბრუნებული გუნდების წინააღმდეგ წარმატებულად ასპარეზობს. უკანასკლნელი 45 მატჩიდან ბაიერნმა მხოლოდ ერთი წააგო (42 მოგება და 2 ფრე). 2018 წლის მაისში მიუნხენელებმა შტუტგარტთან განადგურდნენ - 1:4, მაგრამ მაშინ ბაიერნს ვერცხლის სინის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა.


14-02-2021