სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: სამწვრთნელო შტაბს მადლობას ვუხდი

უკანასკნელი 8 თვის განმავლობაში ბაიერნმა 6 ტიტულის მოპოვება მოახერხა. ამაში დიდი წვლილი ჰანზი ფლიქს აქვს შეტანილი. 55 წლის სპეციალისტმა რეკორდმაისტერის მწვრთნელის პოსტზე უფრო მეტი ტიტული აქვს მოგებული, ვიდრე მარცხი (5).

68 ჩატარებულ შეხვედრაში ბაიერნმა 58 გამარჯვება მოიპოვა, 5 მატჩი ფრედ დაასრულა და 5 წააგო. აქედან 4 ბუნდესლიგაში და ერთი თასზე.

"შარშან გუნდმა ფენომენალური პროგრესი აჩვენა. სეზონის განმავლობაში 6 მოპოვებული ტიტული უბრალოდ წარმოუდგენელი მიღწევაა. ბაიერნის ისტორიაში ეს ყველაზე წარმატებული სეზონია. სამწვრთნელო შტაბს ჩემგან დიდი კომპლიმენტი. წარმოუდგენლად იშრომეს. წინ ისევ ბუნდესლიგის შეხვედრა გველოდება. მატჩი მატჩს ცვლის, ეს ყოველთვის გრძელდება, ჩვენი მუშაობის არსია", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.

კვირა დღეს ბაიერნი არმინიასთან შეხვედრისთვის მზადდებას შეუდგება, რომელიც ორშაბათს საღამოს 23.30 წუთზე გაიმართება.


13-02-2021