სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა Sextuple შეასრულა

პირველივე წამებზე მექსიკელებმა კუთხური მოიპოვეს, რომლისგანაც დივიდენდები ვერ მოიპოვეს. მაგრამ დაცვის ცენტრმა ჟინიაკი უმეთვაყუროდ მიატოვეს, რომელმაც თაური დარტყმით ბურთი მცველს მოარტყა. მრავალსვლიანი შეტევის შემდეგ ბურთი კომანს მიუვიდა, მაგრამ ფრანგს ძლიერი დარტყმა ნაკლებად გამოუვიდა, მეკარე ბურთს დაეუფლა. თითქმის ეგრევე შანსი ლევანდოვსკის ჰქონდა, პოლონელმა ბურთი კარგად მიიღო, მაგრამ დარტყმა ვერ გამოუვიდა. მე-19 წუთზე კიმიხმა ბურთი შეაგდო, მაგრამ ლევანდოვსკი ოფსაიდში იმყოფებოდა და მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. დეივისმა ლამაზი დრიბლინგი აჩვენა, მაგრამ დარტყმა არც ისე ძლიერი გამოუვიდა. ბაიერნის სწრაფი კონტრშეტევა მცველმა შეაჩერა. კომანმა გაისროლა, მაგრამ მეკარემ ბურთის მოგერიება შეძლო. 35-ე გნაბრის გადაცემის შემდეგ ზანემ ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის მიწურულს აქტიურმა დეივისმა საჯარიმო დარტყმა მოიპოვა, მაგრამ გუნდმა ვერ გამოიყენა. უპირატესობის მიუხედავად, პირველ ტაიმში ბაიერნმა ბურთის გატანა ვერ მოახერხა, 0:0.

მეორე ნახევარი კომანის აქტიურობით დაიწყო, ფრანგმა ლამაზი დრიბლინგი აჩვენა და ზანეზე საჰაერო ჩაწოდება შეასრულა, ლეროის თაური დარტყმა არაზუსტი გამოვიდა. გნაბრი შორეულ ცხრიან უმიზნებდა, მაგრამ ააცილა. 59-ე წუთზე პავარმა ბურთი შეაგდო, მსაჯმა ლევანდოვსკიზე ოფსაიდი ჯერ დააფიქსირა, მაგრამ VAR-ის დახმარების შემდეგ გოლი ჩაითვალა, 1:0! კიმიხის ჩაწოდების შემდეგ ტოლისოს თაური დარტყმა კარებს ასცდა. საშუალო დისტანციიდან ალაბამ გაისროლა, მაგრამ კარებს ზემოდან ააცილა. ტოლისოს დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარესგან რიკოშეტით ძელს მოხვდა და მერე ისევ მეკარესთან მიუგორდა. 85-ე წუთზე მექსიკელების მცველმა ბურთი საკუთარ კარებისკენ გადააგზავნა, მაგრამ მეკარე ბურთს დაეწია. ჩუპო მოტინგმა ძალისმიერი დრიბლინგი აჩვენა, კოსტაზე გადაცემა შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბრაზილიელის დარტყმა მოიგერია. ჩუპო მოტინგმა ახლო მანძილიდან კარებს ააცილა. ბაიერნმა პავარის გოლით მეექვსე ტიტული მოიპოვა და ამ წარმატების შემდეგ ისტორიაში შევიდა!


12-02-2021