სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე სამივე მატჩი მოიგო, რომლებშიც მინიმუმ ორ ბურთს იტანდა. ყველა ამ შეხვედრაში რეკორდმაისტერმა კარები მშრალად შეინახა. იმ შემთხვევაში, თუ საღამოს ნოიერი ბურთს არ გაუშვებს, მაშინ ბაიერნი ბარსელონას რეკორდს გაიმეორებს - ტურნირზე 4 მატჩი ნულზე.

მიუნხენელები შეხვედრას ცენტრალური ამერიკის წარმომადგენლის წინააღმდეგ პირველად გამართავენ. მექსიკელები ასევე ევროპელებს პირველად დაუპირისპირდებიან.

2013 წელს ბაიერნმა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოიგო. ამის შემდეგ ტურნირში გამარჯვებული მხოლოდ ევროპული გუნდი ხდებოდა. უკანასკნელად, 2012 წლის ფინალში ჩელსი კორინტიანსთან დამარცხდა, 0:1.

საერთაშორისო დონეზე ბაიერნმა უკანასკნელი 19 მატჩიდან 18 მოიგო. ბოლოს რეკორდმაისტერმა ქულები ატლეტიკოსთან დაკარგა (1:1). ამას დამატებული მიუნხენელებმა ნეიტრალურ მოედნებზე ზედიზედ 7 გამარჯვება მოიპოვეს.

წარმატების შემთხვევაში ჰანზი ფლიქი გუნდთან ერთად მეექვსე ტიტულს მოიპოვებს. ამისთვის მწვრთნელს მხოლოდ 68 შეხვედრა დასჭირდება. სტატისტიკის მიხედვით გამოდის, რომ ფლიქი ტიტულს 11 მატჩში ერთხელ იგებს. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრებში ბაიერნმა მხოლოდ 5 მარცხი იწვნია.


11-02-2021