სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ფინალში გასვლით მოხარულები ვართ. ეს ჩვენთვის დიდი მიზანი იყო. საუკეთესო შემადგენლობას დავაყენებთ. ამავდროულად გუნდი არა მხოლოდ შეთამაშებული უნდა იყოს, არამედ მინდორზე დასვენებული ფეხბურთელების დაყენება უნდა შევძლოთ. მოთამაშეებს გავესაუბრები და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ".

"ნახევარფინალს თვალს ვადევნებდი. ტიგრესის თამაში შთამბეჭდავი იყო. ძალიან ინტენსიურად თამაშობენ. ფლანგებზე მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ. მაქსიმუმზე დახარჯვა გვმართებს. რთული მატჩი გველოდება".

"ყოველ შეხვედრაში და ფინალში განსაკუთრებით პირველი წუთებიდან სწორი განწყობით თამაში მნიშვნელოვანია. თამაში სიფრთხილით გვმართებს. წინა ხაზში ტიგრესი სწრაფად და კრეატიულად მოქმედებს. ფლანგებზე სწრაფად გადაადგილდებიან, ცენტრში კი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ბურთის გატანა შეუძლიათ. პირველივე წუთებიდან თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. ამჯერად შექმნილი მომენტები უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ".


10-02-2021