სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი: ტიტულის მოპოვება გვსურს

"მეექვსე ტიტულის მოპოვების შანსი გვეძლევა. ვიცით ბაიერნისთვის და მთელი ფეხბურთისთვის ეს რას ნიშნავს. ფინალში უკეთ თამაში შეგვიძლია, ამას ვაცნობიერებთ. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ტიტულის მოპოვება აუცილებლად გვსურს. მეორე ტაიმში გრძელი და რთული მოგზაურობის შედეგი დაგვეტყო. მაგრამ აქ რაც მეტი დრო ვიმყოფებით, თავს მით უფრო კარგად ვგრძნობთ. ფინალში შანსების გამოყენება უფრო ეფექტურად გვმართებს, ვიდრე ეს ნახევარფინალში გამოგვივიდა. ფინალში უნდა ვაჩვენოთ, რომ მეტოქეზე ძლიერები ვართ და ტიტულის მოპოვება გვსურს. ბაიერნს ბარსელონას მაჩვენებლის გამეორების შანსი ეძლევა. ამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე დახარჯვა გვმართებს", აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.


10-02-2021