სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხის წარმატება იუბილეის დღეს

ტურნირის ნახევარფინალური მატჩის დღეს იოზუა კიმიხს 26 წელი შეუსრულდა. შეხვედრიდან დაბრუნების შემდეგ სასტუმროში მას საჩუქრები ელოდებოდა. პერსონალმა მას პირადად დაბადების დღეს და გუნდს გამარჯვება მიულოცა.

კიმიხი ალ აჰლის წინააღმდეგ მატჩში ტრადიციულად გუნდის ძრავი იყო. ნახევარმცველმა ფინალში გასასვლელად დიდი წვლილი შეიტანა. კიმიხმა მონაწილეობა ბაიერნის თითქმის ყველა შეტევაში მიიღო. 117 გადაცემა შეასრულა, აქედან 106 ზუსტი აღმოჩნდა. მას ბურთთან ყველაზე მეტი შეხება ჰქონდა - 144.

ტურნირის ფინალში კიმიხი წლის განმავლობაში მეექვსე ტიტულის მოსაპოვებლად ასევე ბოლომდე დაიხარჯება. გულშემატკივრები ამაში დარწმუნებულები არიან.


10-02-2021