სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ფინალში გავიდა!

პირველი სახიფათო მომენტი გნაბრის მონაწილეობით მოხდა. მერვე წუთზე ფლანგიდან პავარის ჩაწოდების შემდეგ სერჟმა თაური დარტყმით კარებს ზემოდან ააცილა. კიმიხის სტანდარტის შემდეგ უხეში შეცდომა მეკარემ დაუშვა, მაგრამ ეგვიპტელები გოლს გადაურჩნენ. მომენტები კომანს და ლევანდოვსკის ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ კუთხური მოიპოვეს. ჩაწოდების შემდეგ მიულერის თაურ დარტყმას მეკარე გაუმკლავდა. მაგრამ მე-18 წუთზე უძლური გოლკიპერიც აღმოჩნდა, ახლო მანძილიდან ლევანდოვსკიმ ალ აჰლის კარები დალაშქრა, 0:1! 21-ე წუთზე ეგვიპტელების პირველი მომენტი, მაგრამ ნოიერმა ბურთი აიღო. 3 წუთში შანსი როკას მიეცა, მაგრამ ესპანელმა შორეულ კუთხეს ოდნავ ააცილა. ისევ როკას დარტყმა, მაგრამ მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. საშუალო დისტანციიდან გნაბრიმ გაისროლა, გოლკიპერმა ისევ იყოჩაღა. 37-ე წუთზე კიმიხმა ლევანდოვსკი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ პოლონელმა კარებს ზემოდან ააცილა. დეივისმა ლამაზი დრიბლინგი აჩვენა, მაგრამ მცველის დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ისევ ასცდა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:1 გავიდნენ.

მეორე ნახევარი ეგვიპტელების აქტიურობით დაიწყო. მაგრამ დაცვის ხაზი საიმედოდ თამაშობდა. კომანის დრიბლინგი და დარტყმა, მაგრამ ბურთს მცველი გადაეღობა და კუთხურზე გადავარდა. მიულერი მორიგი თაური დარტყმა და მომდევნო კუთხური დაინიშნა. გნაბრის თაური შორეულ კუთხესთან მიულერმა ვერ დააგვირგვინა, თორემ ბაიერნს ანგარიშის გაზრდის შანსი ჰქონდა. პავარის ჩაწოდების შემდეგ რიკოშეტი კარებისკენ წავიდა, მაგრამ მხოლოდ კუთხური დაინიშნა. შეცვლაზე გამოსულმა ჩუპო მოტინგმა თავით დაარტყა, მაგრამ მეკარე ბურთს ადგილზე დახვდა. საშუალო დისტანციიდან ტოლისომ გაისროლა, მაგრამ კარებს ზემოდან გადააცილა. 76-ე წუთზე დეივისის წაქცევის შემდეგ სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. მაგრამ ზანემ და კიმიხმა ერთმანეთს ვერ გაუგეს და კარგი შესაძლებლობა გააცუდეს. 86-ე წუთზე ზანეს ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ დუბლი შეასრულა. პოლონელმა თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:2. მატჩის ბედი რეკორდმაისტერმა ძალების ეკონომიით გადაწყვიტა. ხუთშაბათს საღამოს ფინალურ შეხვედრაში ბაიერნი მექსიკურ ტიგრეს დაუპირისპირდება!


08-02-2021