სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

საღამოს ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების ყველაზე ტიტულოვანი გუნდები დაუპირისპირდებიან. ბაიერნს ჩემპიონატი 30-ჯერ და თასი 20-ჯერ აქვს მოგებული, ალ-აჰლის კი ჩემპიონატი 42-ჯერ და თასი 37-ჯერ აქვს მოგებული. რეკორდმაისტერმა ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ, ეგვიპტელებმა აფრიკის მთავარი საკლუბო ტურნირი მეცხრედ მოიგეს.

2012 წელს გუნდებმა ამხანაგური შეხვედრა გამართეს. ბაიერნმა ოლიჩის დუბლის დახმარებით მეტოქე დაამარცხა (2:1).

ალ-აჰლი საკლუბო ჩემპიონატში მეექვსედ მიიღო, ბაიერნმა კი მეორედ. პირველად 2013 წელს, მიუნხენელებმა თასი სახლში წაიღეს.

2013 წლის ტურნირი რეკორდმაისტერმა გაშვებული ბურთი გარეშე დაასრულა. ბაიერნმა 5 გოლი მიითვალა, რომლებიც ხუთი სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზე იყო: რიბერი, მანჯუკიჩი, გიოტცე, დანტე და ტიაგო.

ნეიტრალურ მოედნებზე ბაიერნს 5-მატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდა: 2012 და 2020 წლებში ბერლინში გერმანიის თასი, 3 - ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის ტურნირის დროს და სუპერთასი სევილიას წინააღმდეგ.

უეფას ეგიდით ჩატარებული უკანასკნელი 18 მატჩიდან ბაიერნმა 17 მოიგო. ერთადერთი ფრე გასვლაზე ატლეტიკოსთან დაფიქსირდა (1:1). აღსანიშნავია, რომ მიუნხენელებს მერვედფინალში საგზური უკვე განაღდებული ჰქონდა.


08-02-2021