სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომანმა გუნდს 3 ქულა მოუტანა

მატჩის დებიუტში ორივე გუნდს თითქმის იდენტური შანსები ჰქონდათ, მაგრამ ლუკებაკიომ ნოიერს, ზანემ კი იარშტაინს ვერ აჯობეს. მე-11 წუთზე იარშტაინმა ზანე წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა. მაგრამ ლევანდოვსკიმ 11-მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა, იარშტაინმა ბურთი მოიგერია. პირველ წუთებზე მთავარი გმირები მეკარეები იყვნენ. ჰერტას კიდევ ერთი საგოლე მომენტი ისევ ნოიერმა გაანეიტრალა. 22-ე წუთზე კომანმა ანგარიში გახსნა, მას ამაში რიკოშეტმა დაეხმარა, 0:1! თითქმის ეგრევე ფრანგს მეორე ბურთი გატანის შანსი მიეცა, მაგრამ იარშტაინმა იმარჯვა. მსაჯმა პავარი გააყვითლა, ბენჭიმ ორთაბრძოლაში ძალიან ხისტად შევიდა. 38-ე წუთზე ლევანდოვსკის თაური კარებს ასცდა. ტაიმის მიწურულს ჰერტას შანსი მიეცა. საჯარიმოსთან მიულერმა წესები დაარღვია. სტანდარტი ლუკებაკიომ შეასრულა, ნოიერი ბურთს პრობლემებით, მაგრამ მაინც დაეუფლა. კომპენსირებულ დროში შანსი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარებს ვერ გაარტყა. შესვენებამდე ზანემ მშვენიერი დრიბლინგის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე კომანი გაიყვანა, მაგრამ ფრანგმა კარებს ააცილა. პირველი ტაიმი ანგარიშით 0:1 დასრულდა.

მეორე ნახევარი გნაბრის მომენტით დაიწყო, იარშტაინმა ჰერტა ისევ გადაარჩინა. კიმიხმა კუთხურიდან ბურთი პირდაპირ კარებში გაუშვა, მაგრამ ისევ მეკარემ იყოჩაღა. ლევანდოვსკის მორიგი შანსი, მაგრამ ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა. 65-ე წუთზე ჰერტამ ბურთი შეაგდო, მაგრამ ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაითვალა. ბერლინელები შეტევაში გააქტიურდნენ, მაგრამ ნოიერი მათ მომენტებს უმკლავდებოდა. 85-ე წუთზე კომანის ჩაწოდებას მიულერი და ლევანდოვსკი ვერ მიწვდნენ, თორე მეორე გოლი გავიდოდა. 89-ე წუთზე გოლს უკვე ბაიერნი გადაურჩა. კუნიამ ნოიერს ბურთი თავზე გადაუგდო, მაგრამ კარებს ააცილა. ბაიერნმა მორიგი რთული გამარჯვება მოიპოვა. რეკორდმაისტერი დოჰაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრნენ.


06-02-2021