სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ჰერტასთან ჩემპიონატის ფარგლებში უკანასკნელი 71 მატჩიდან მხოლოდ 10-ში დამარცხდა (41 მოგება და 20 ფრე). უკანასკნელი 34 შეხვედრიდან მხოლოდ 2 წააგო (23 გამარჯვება და 9 ფრე). ბოლოს ჰერტამ ბაიერნმა 2018 წლის სექტემბერში დაამარცხა (2:0).

ბუნდესლიგის მეორე წრეში ბაიერნი უკვე 33 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება. მოგებათა სერია 29 მატჩს შეიცავს (4 ფრე).

ჩემპიონატში ჰერტას უკვე 5 მატჩის განმავლობაში გამარჯვება არ მოუპოვებია. ამ პერიოდში ბერლინელებმა მხოლოდ ქულა აიღეს. ბაიერნს კი პირიქით - 4 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

50 მატჩის განმავლობაში რეკორდმაისტერი ბუნდესლიგის მეტოქეებს მინიმუმ ერთ ბურთს უტანს. უფრო გრძელი სერია მიუნხენელებს 2013 -14 წწ. ჰქონდათ (61 მატჩი).

მანუელ ნოიერმა ჰერტას წინააღმდეგ 22 მატჩიდან 15-ში კარები მშრალად შეინახა. ბუნდესლიგის ისტორიაში მხოლოდ ოლივერ რეკს ჰქონდა იდენტური მაჩვენებელი (გლადბახის წინააღმდეგ). საღამოს ნოიერს რეკორდის დამყარება შეუძლია.


05-02-2021