სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელებმა მორიგი ჯილდოები მოიპოვეს

ერთბაშად რამდენიმე ბაიერნელმა მორიგი ჯილდო მოიპოვეს. ლევანდოვსკიმ, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, ვერცხლის ბუცი მიიღო. ფლიქს საუკეთესო მწვრთნელის რანგში ვერცხლის სკამი გადასცეს. ალფონსო დეივისს, როგორც გასული სეზონის საუკეთესო ახალწვეულს, ვერცხლის ისარი ერგო.

გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი, იოზუა კიმიხმა კი მესამე ადგილები აიღეს. მანუელ ნოიერი, დავიდ ალაბა, ალფონსო დეივისი, იოზუა კიმიხი და რობერტ ლევანდოვსკი გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, რომელიც მათ კოლეგებმა შეადგინეს.

IFFHS-მა ბაიერნი 5 კატეგორიაში დააჯილდოვა: 2020 წლის საუკეთესო გუნდი, 2020 წლის საუკეთესო მეკარე, 2020 წლის საუკეთესო მწვრთნელი, 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და 2020 წლის საუკეთესო ბომბარდირი.


05-02-2021