სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"გუნდი ძალიან ფოქუსირებულია. ვარჯიშებზე სრული კონცენტრაციით მუშაობს. ყველაფრით კმაყოფილი ვარ".

"ძალიან დაძაბული განრიგი გვაქვს. ყატარში გაფრენა, თამაში ორშაბათს და იმედი მაქვს ხუთშაბათსაც გვექნება. მაგრამ ჯერ მხოლოდ ჰერტასთან შეხვედრის შესახებ ვფიქრობთ".

"სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვსურს. რა თქმა უნდა, რთული ამოცანა გველოდება, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში მეექვსე ტიტულის მოპოვების შანსი გვეძლევა. წარმატების შემთხვევაში გუნდი ისტორიაში შევა".


"ალექს ნუბელი რეაბილიტაციის პროცესს გადის. ხავი მარტინეზს და ლეონ გორეცკას კარანტინის გასვლის შემდეგ განმეორებითი ტესტი ელოდებათ. მარტინეზის კარანტინი დასრულდა, გორეცკას პარასკევამდე გაგრძელდება. მოთმინება უნდა ვიქონიოთ".

"გუნდისთვის ზულე სერიოზული ფიგურაა. მას თამაში ფლანგზე და დაცვის ცენტრში შეუძლია. შალკესთან შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა. ნუ გვავიწყდება, რომ მუხლი სერიოზული ტრავმა გადაიტანა. ვფიქრობ, რომ პროგრესირებას განაგრძობს".

"პარასკევს საღამოს ბერლინში ზედიზედ მეხუთე გამარჯვების მოპოვება გვსურს. ამით ბუნდესლიგის სხვა გუნდებს სიგნალს მივცემთ, რომ წარმატებების გზას დავუბრუნდით".


03-02-2021