სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტები

ბაიერნს ჰოფენჰაიმთან მატჩის შემდეგ - 57 გოლი დაუგროვდა, რაც წარმოუდგენელი რიცხვია. სხვა გუნდები მიუნხენელებს თითქმის 20 გოლით ჩამორჩებიან (38 გოლი ფრანკფურტს და დორტმუნდს აქვთ). 19 ტურის შემდეგ უფრო მეტი გატანილი ბურთი მხოლოდ ჰამბურგს ჰქონდა (1981/82 წწ. სეზონში).

ესეთი შედეგიანობის მთავარი მიზეზი - შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელის ყოლა, რომლებსაც დასკვნითი გადაცემის შესრულება შეუძლიათ. ასისტენტების რეიტინგში ერთბაშად 3 ბაიერნელი ლიდერობს. პირველ ადგილზე კიმიხი იმყოფება, რომელსაც აქტივში უკვე 10 ასისტი აქვს. წინა ჩემპიონატში მას მხოლოდ 7 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა შესრულებული.

მიმდინარე ჩემპიონატში კინგზლი კომანს და თომას მიულერს უკვე 9-9 ასისტი დაუგროვდათ. 31 წლის ვეტერანმა ასევე 10 ბურთის გატანაც შეძლო. გოლ+პასის სისტემით მიულერი მეორე ადგილზე იმყოფება. პირველი, რა თქმა უნდა, რობერტ ლევანდოვსკია. 19 ტურის შემდეგ პოლონელს აქტივში 24 გატანილი ბურთი და 6 საგოლე გადაცემა აქვს.


01-02-2021