სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ჰოფენჰაიმს რევანში აუღო

პირველ წუთებზე ბაიერნმა ჰოფენჰაიმს ბურთი არ დაანახა. რეკორდმაისტერი მომენტების შექმნას ცდილობდა, მაგრამ დასკვნით სტადიაზე მიუნხენელები მოიკოჭლებოდნენ. პირველი რეალური მომენტი "სოფლელებმა" შექმნეს, მაგრამ ნოიერმა ბაიერნი გადაარჩინა. პირველი დარტყმა კიმიხმა განახორციელა, მაგრამ ბაუმანმა ბურთი დაიჭირა. სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ბაიერნს მეტოქის სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევების მოგერიება უწევდა. მე-16 წუთზე მიულერმა ბურთი მეკარეს ზემოდან გადაუგდო, მაგრამ მხოლოდ ხარიხას მოარტყა. ათ წუთში რეალური შანსი ჰოფენჰაიმს ჰქონდა, მაგრამ ახლო მანძილიდან თაური დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ასცდა. კომანმა გაისროლა, მაგრამ ბაუმანმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ჩაწოდების შემდეგ ბოატენგმა თავით ბურთი ზედა კუთხეში გადააგზავნა, 1:0! გოლი 33-ე წუთზე გავიდა. კიმიხის დარტყმა, მაგრამ ბურთის გზაზე ისევ ბაუმანი დადგა. ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკის აქტიურობის შემდეგ ბურთი მიულერს მიუვიდა, რომელმაც კარების შორეული კუთხე დალაშქრა, 2:0! მაგრამ "სოფლელები" მატჩში ეგრევე დაბრუნდნენ, გოლი კრამარიჩმა მიითვალა, 2:1. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევრის პირველ წამებზე თამაშში ჩართვა ნოიერს მოუწია, კაპიტანმა ბურთი დაიჭირა. 58-ე წუთზე კომანის გარღვევის და ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ მორიგი ბურთი შეაგდო, 3:1! ბაიერნმა მეტოქის დარბევა განაგრძო. 64-ე წუთზე კომანმა ისევ ასისტი მიითვალა, ამჯერად გნაბრიზე. სერჟმა მეკარეს შანსი არ დაუტოვა, 4:1! 71-ე წუთზე პავარმა ბურთი გაიტანა, მაგრამ მანამდე ზანეზე ოფსაიდი დაფიქსირდა და მსაჯმა გოლი გააუქმა. საშუალო დისტანციიდან ზანემ გაისროლა, ბაუმანმა ბურთი მოიგერია, დამატებაზე ლევანდოვსკიმ ვერ იყოჩაღა, კარებს ააცილა. ბოლო წუთებზე "სოფლელებმა" მცირე შტურმი მოაწყეს. 88-ე წუთზე ნოიერმა გუნდი ისევ გადაარჩინა. მატჩი ანგარიშით 4:1 დასრულდა. პარასკევს რეკორდმაისტერი ბერლინში ჰერტას დაუპირისპირდება.


30-01-2021