სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"პირველ წრეში ჰოფენჰაიმთან ანგარიშით 1:4 დავმარცხდით. მაგრამ მაშინდელი შეხვედრა დაღლილობის ფონზე ჩავატარეთ. ახლა განსხვავებული მატჩი გველოდება, რომელსაც საკუთარ მოედანზე გავმართავთ. 3 გამარჯვების შემდეგ მოგების მოპოვება შაბათის შეხვედრაშიც გვსურს".

"ხავი მარტინეზს და ლეონ გორეცკას კორონავირუსი დაუდგინდათ. შეხვედრას ნახევარმცველები გამოტოვებენ. ალექს ნუბელმს ტერფის ტრავმა მიიღო, 3-4 კვირით მეკარე გუნდს გამოაკლდება. ტოლისოს და ტანგის პროგრესი აქვთ. კვირიდან კოკო საერთო ჯგუფს დაუბრუნდება".

"უკანასკნელი ორი შეხვედრა ნულზე ჩავატარეთ. ალაბა და ბოატენგი დაცვის ცენტრში თამაშს გააგრძელებენ. ლიუკა ერნანდეზი მარცხენა ფლანგზე კარგად გამოიყურება. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მას კბილი აწუხებდა. მაგრამ ჰოფენჰაიმის წინააღმდეგ მატჩისთვის მზად იქნება".

"კიმიხმა ტრავმის შემდეგ ჩვეული კონდიციები დაიბრუნდა. გუნდს მძლავრ მუხტს აძლევს. პროგრესირებას ცდილობს. ძალიან მიზანდასახული და ამბიციური ფეხბურთელია".

"მარჯვენა ფლანგზე ზულე კარგად გამოიყურება. შეტევაზე მას ბურთის გასატანად რამდენიმე მომენტი ჰქონდა, რომლებიც სამწუხაროდ ვერ გამოიყენა".




29-01-2021