სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს საღამოს ერთმანეთს უკანასკნელი დროის საუკეთესო ორი გუნდი დაუპირისპირდება. ბოლო 3 შეხვედრაში ბაიერნმა 9 ქულა მოიპოვა, ჰოფენჰაიმს ორი ქულით ნაკლები აქვს.

ბაიერნი მინიმუმ ერთ ბურთს ზედიზედ 49 შეხვედრაში იტანს (საერთო ჯამში 149 დაგროვდა). ჰოფენჰაიმთან შეხვედრაში რეკორდმაისტერს იუბილეს აღნიშვნა შეუძლია. მაგრამ ამის გაკეთება რთული იქნება, რადგანაც ბოლო 3 შეხვედრაში "სოფლელებს" ბურთი არ გაუშვიათ.

ალიანც არენაზე ბაიერნი უკვე 26 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (23 გამარჯვება და 3 ფრე). ჩემპიონატის ფარგლებში რეკორდმაისტერი ჰოფენჰაიმს 25-ჯერ შეხვდა: 16 მოგება, 5 ფრე და 4 მარცხი. უკანასკნელ წლებში "სოფლელებმა" სტატისტიკა გააუმჯობესეს.

პირველი წრის შეხვედრაში ჰოფენჰაიმმა ბაიერნი გაანადგურა, 4:1. 2020 წელს ეს მარცხი ტრიპლეტის მფლობელისთვის ერთადერთი აღმოჩნდა.


28-01-2021