სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გუნდმა შესვენება მიიღო

ჰანზი ფლიქმა, იდეალური "ინგლისური" კვირის შემდეგ, გუნდს 2-დღიანი შესვენება მისცა. მწვრთნელმა განაცხადა, რომ ეს პაუზა ფეხბურთელებს სარგებელს მოუტანს.

წარმატებული უკანასკნელი მატჩების შემდეგ, ბაიერნი ლაიპციგს უკვე 7 ქულით უსწრებს. შაბათს რეკორდმაისტერი ჰოფენჰაიმს მიიღებს. ალიანც არენაზე შეხვედრა 18.30 წუთზე დაიწყება.

"ოთხშაბათიდან დაწყებული ჰოფენჰაიმთან მატჩისთვის აქტიურ მზადდებას შევუდგებით. 3 ვარჯიში გვექნება. რამდენიმე სათამაშო კომპონენტის გასაუმჯობესებლად ვიშრომებთ", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


26-01-2021